თერო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Lathyrus tuberosus), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 25–100 სმ-მდე სიმაღლის კარგად შეფოთლილი ღერო, მეწამული წითელი სურნელოვანი ყვავილები. ფართოდ გავრცელებული მცენარეა. საქართველოში თითქმის ყველგანაა – მდელოებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ტერასებზე, ნათესებში და რუდერულ ადგილებზე დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. თაფლოვანია. ი. ლაჩაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თერო&oldid=11472-დან“