თერჯოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალაქი (1983-იდან) დასავლეთ საქართველოში (იმერეთის რეგიონი). თერჯოლის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. ჩხარის (ჩოლაბურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 200 მ ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ თბილისიდან 210 კმ. 4,6 ათ. მცხ. (2014). ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13,9°C იანვ. საშ. ტემპ-რა 3,7°C აგვ. 23,9°C; აბსოლ. მინ. –20°C აბსოლ. მაქს. 42°C. ნალექები 1310 მმ წელიწადში.თ-ში არის კვების მრეწველობის მ. შ. ღვინის (შპს "თერჯოლის ღვინის ქარხანა") და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ბ-კა, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სამედ. დაწესებულებები.თ. პირველად დამოწმებულია ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის შეკვეთით 1546 დამზადებული ფხორტელის ხატის წარწერაში "თერჟოლის" სახელწოდებით. ამ სახელწოდებითაა დატანილი ვახუშტი ბატონიშვილის რუკათა მეორე ატლასშიც (1742–43). XVIII ს. მთელ რიგ ისტ. დოკუმენტებში გვხვდება აგრეთვე სახელწ. "თერჯოლაც". თ. ბერაძე. ვ. ჯაოშვილი.