თექა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოთელილი მატყლის საფენი ქეჩა. ამზადებენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მომთაბარეობისას თ-ს იყენებდნენ კარვების გადასახურად. სახიანი თ-ის საუკეთესო ნიმუშები (ნაბადი) მზადდებოდა თუშეთში. თუშური თ. გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტით.გ. ჯალაბაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თექა&oldid=11478-დან“