თეძამი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში. მდ. მტკვრის მარჯვ. შენაკადი (ერთვის სოფ. მეტეხთან). სიგრძე 51 კმ აუზის ფართობი 394 კმ 2. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე 2300 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 2,32 მ 3/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. იყენებენ სარწყავად.მდ. თ. და თეძმის ხევი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) შრომაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა".ი. აფხაზავა.