თეძმის ტუფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეძმის ქვა, ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანი. თ. ტ. ნაწილობრივ გათიხებული და გაცეოლითებულია. იყენებენ სამშ. მიზნებისათვის, გავრცელებულია თეძმის ხეობაში. აქ გვხვდება ანდეზიტ-ბაზალტური შედგენილობის მოიისფრო და მომწვანო ფერის ტუფებიც, რ-ებიც სასიამოვნო შესახედავია. გამოყენებულია ქართლის ისტ. ძეგლებსა (სვეტიცხოვლის ტაძრის გუმბათი მცხეთაში და სხვ.) და თანამედროვე ნაგებობებში (ყოფ. სასტუმრო "ივერია" თბილისში და სხვ.) როგორც შესამოსი მასალა. ამჟამად ადვილად ფიტვადობის გამო მოსაპირკეთებელ მასალად არ გამოიყენება. ვ. ქოიავა.