თვალაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი მიხეილის ძე (25. VII. 1908, თბილისი, – 1. II. 1984, იქვე), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940). 1931 დაამთავრა თსსი. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მთათუშეთში. მისი ძალისხმევით მაღაროსკარში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1934–40 მუშაობდა ლენინგრადის სამხ. სამედ. აკად. ნორმალური ანატ. კათედრაზე და ბეხტერევის სახ. ტვინის ინ-ტში, 1941–44 იყო ამიერკავკასიის სამხ. ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1947-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილ. სახელმწ. ფიზკულტურის ინ-ტის ნორმალური ანატ. კათედრას. 1938 მიწვეული იყო ექიმად ყინულმჭრელზე "იოსიფ სტალინი" (გაზ. "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტიც იყო).თ-ს ეკუთვნის ქართ. ენაზე გამოქვეყნებული პირველი ადამიანის ანატ. ატლასი, რ-იც 1959 გამოიცა. საფუძველი ჩაუყარა ადამიანის ანატ. პროგრამირებულ სწავლებას. თ. რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.თხზ.: ადამიანის ანატომია. სახელმძღვანელო სტუდენტთათვის, ნაწ. 1–2, თბ., 1950–51; სახელმძღვანელო ადამიანის ანატომიის პროგრამირებული სწავლებისათვის, თბ., 1969. მ. თვალაძე.