თვალთვაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გური კალისტრატეს ძე [12 (25). X. 1907, წალენჯიხა, – 8. II. 1970, თბილისი], გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1930 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1934-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტში თავისსავე დაარსებულ სეისმომეტრიის განყ-ბას. თ. სასარგებლო წიაღისეულის სეისმომეტრიული მეთოდით ძიების ფუძემდებელია საქართველოში. მისი შრომები ეხება კავკასიაში დედამიწის ქერქის აგებულებისა და ფიზ. თვისებების შესწავლის საკითხებს. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებში (1945–70), იყო საქართვ. ზოოვეტერინალური ინ-ტის ფიზ. კათედრის გამგე (1939–56). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.თხზ.: Строение земной коры Грузии по сейсмическим данным и построение системы теоретических годографов, Тб., 1960; Глубинное строение Восточной Грузии по сейсмическим данным, Тб., 1973 (თანაავტ.: М. С. Иоселиани, Р. К. Махарадзе, В. К. Чичинадзе).ლიტ.: ბალავაძე ბ., იოსელიანი მ., გური კალისტრატეს ძე თვალთვაძე, თბ., 1977. მ. იოსელიანი.