თვალთხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 14,2 კმ აუზის ფართ. 38,1 კმ 2. სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე, ზამთარში წყალმცირეა. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 0,3 მ 3/წმ. ი. აფხაზავა.