თვალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული პუნქტი გარეკახეთში. პირველად "თვალნის" ფორმით იხსენიება 1392 ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, გიორგიწმინდის, ბერთუბნისა და პატარძეულის გვერდით. თ. იხსენიება აგრეთვე 1712 ონოფრე მაჭუტაძის შეწირულობის გუჯარში დავითგარეჯისადმი. ერეკლე II-ის 1778 წ. 17 იანვ. ოქმით დადასტურებულ ნინოწმინდელის მიერ სამართლის მიცემის არზაში ნათქვამია: "პატარძეულს არის საკვამლო ოთხი, თვალზედ არის ორი". არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ გოგია ხიზანიშვილისათვის ბოძებულ 1774 წ. 25 აპრ. წყალობის წიგნში უკვე თვალ-საგარეჯოს ფორმით გვხვდება. ერეკლე II-ის მიერ 1789 წ. 22 ივნისს დადასტურებულ არზაში დავის თაობაზე ნათქვამია: "შენ უნდა მოიკითხო თვალზედ და გიორგი წმინდლეთში ფიცით სარწმუნო კაცთაგან".ი. გიულდენშტედტი იხსენიებს თვალ-საგარეჯოს მხარეს, რ-იც, მისი ცნობით, თითქმის მთელ გარეკახეთის მხარეს მოიცავდა, მისი უკიდურესი აღმ. პუნქტი კი მანავი იყო. წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ტ. 7, თბ., 1981; გიულდენშტედტი ი., მოგზაურობა საქართველოში გ. გელაშვილის გამოც., თბ., 1962.ზ. ცინცაძე.