თვალიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ იოსების ძე (დ. 18. IX. 1949, ქუთაისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2004). 1976 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტი. 1985-იდან იყო ამავე ინ-ტის ქირურგ. კათედრის გამგე 1997–2004 – ტაბახმელის ბიოკომბინატის გენ. დირექტორი 2006–10 – საქართვ. აგრ. უნ-ტის არაგადამდებ სნეულებათა დეპარტამენტის უფროსი. 2010-იდან ამავე უნ-ტის სავეტერინარო ფაკ-ტის სრული პროფესორია. თ-ს ნაშრომებში გაშუქებულია რქოსანი პირუტყვის თავის ტვინის ზოგიერთი ნერვის ანგიოარქიტექტონიკა და ენის, ხახის, ხორხის ნერვების ანატ. საკითხები. თ. არის ნიუ-იორკის მეცნ. აკად. წევრი (2000). ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და 2 სახელმძღვანელოსი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002). თხზ.: დიროფილარიოზით გამოწვეული პოსტოპერაციული გართულებები ძაღლებში, კრ.: პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში, ტ. 10, თბ., 2009.