თვალის სნეულებანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვალის კაკლის, მისი დანამატების (ქუთუთოები, კონიუნქტივა, საცრემლე ორგანოები) და თვალბუდის დაავადებანი; თვალის სნეულებებს მიაკუთვნებენ აგრეთვე თვალის რეფრაქციის ანომალიებს (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი). თ. ს. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი; ინფექციური ან არაინფექციური, მწვავე ან ქრონიკული, ცალმხრივი ან ორმხრივი და სხვ. თ. ს-თა გავრცელება და ხასიათი დამოკიდებულია სოც. საყოფაცხოვრებო გეოგრ. და კლიმ. პირობებზე, აგრეთვე მოსახლეობის სპეც. სამკურნალო და პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაციაზე.საქართველოში, კერძოდ, თბილისში 1892 გ. ტარსაიძის ხელმძღვანელობით გაიხსნა თვალის სნეულებათა სპეციალიზებული საავადმყოფო, ხოლო 1921 – თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის თვალის სნეულებათა პირველი კათედრა.იხ. აგრეთვე სტ. ოფთალმოლოგია.