თვალჭრელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავთანდილ კონსტანტინეს ძე (11. III. 1947, ლუცკი, უკრაინა – 5. III. 2014, ქუთაისი), ინჟინერ-მექანიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1998). დაამთავრა ნ. ბაუმანის სახ. მოსკ. უმაღლესი ტექ. სასწავლებელი (1971), 1974-იდან მუშაობს ქუთაისის პოლიტექ. ინ-ტში (ახლანდ. ა. წერეთლის სახელმწ. უნ-ტი) პროფესორის, კათედრის გამგის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფაკ-ტის დეკანის თანამდებობებზე.კვლევის ძირითადი მიმართულებაა საინჟ. ამოცანებში მექან., თბური, მასაცვლითი და ელექტრომაგნ. პროცესების მათ. მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა. თხზ.: Numerical analysis of thin-walled structure finite displacements. Finite Rotations in Structural Mechanics, «Proceedings of the Euromech. Colloquium» 197, Jablonna (Polland), 1985 (თანაავტ. N. Valishvili); Основные уравнения теории оболочек с учетом больших деформаций и сдвигов «Сообщения АН ГССР» , 1986, т. 121, №1.