თვალჭრელიძეიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სახელი ეწოდა ა. ა. თვალჭრელიძის პატივსაცემად), სულფიდების კლასის მინერალი. ქიმ. შედგენილობა Hg12(Sb, As)8 S15. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. გვხვდება ტყვიისებრ-ნაცრისფერი მარცვლოვანი აგრეგატების სახით. აქვს ალმასისებრი ელვარება. ახასიათებს ტკეჩადობა ერთი მიმართულებით. სისალე (სიმაგრე) მინერალოგიური სკალით 3-მდე; სიმკვრივე – 7380 კგ/მ 3. წარმოიქმნება ჰიდროთერმული გზით. აღმოჩენილია გომის (ზემო რაჭა) დარიშხანა-ანტიმონიუმ-ვერცხლისწყლის საბადოში.ლიტ.: Доклады АН СССР, ١٩٧٥, т. ٢٢٥, №٤. ვ. ჯავრიშვილი.