თვარაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაზა რევაზის ძე (18.V. 1957, თბილისი, – 6. XI. 2007, იქვე), მწერალი. 1979 დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლ. ფაკ-ტი. 1980-იდან 2000-მდე იყო ჟურნ. "ბალავერის" ლიტ. რედაქტორი, შემდეგ – რედაქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "არილსა" და "მკურნალში", ასევე ქართ. ენციკლოპედიის რედაქციაში. იყო მწერალთა გაერთიანება "არილისა" და "პენ-ცენტრის" წევრი. თ-ის ნაწარმოებები იბეჭდებოდა 1993-იდან. გამოცემულია ლექსების კრებულები: "ტან-ცზი სიცივეში" (2003), "Tyrannosaurus Rex" (2005), "პილიგრიმი" (2011); პოემა "მხიარული ლანდები" (2011); მოთხრობების კრებულები: "მოხეტიალე" (1999), "თავგადასავალი" (2008); რომანი "სიტყვები" (2005–11). ზღაპრისთვის "მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი" მიენიჭა ლიტ. პრემია "გალა" (2009, გარდაცვალების შემდეგ). ნაყოფიერად მუშაობდა მხატვრულ თარგმანში. მ. თუშიშვილი.