თვაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ივანეს ძე (9. IV. 1920, სოფ. წინარეხი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 9. XI. 1999, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (23. II. 1945), მფრინავი, გვარდიის პოდპოლკოვნიკი. 1942 დაამთავრა ქ. ტამბოვის სამხ.-საავიაციო სასწავლებელი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ბელორუსიისა და პოლონეთის ბრძოლებში ბერლინის ოპერაციაში, შეასრულა 200 საბრძოლო გაფრენა. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა გერმანიაში. 1962-იდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები, ასევე უცხოეთის ორდენები.ტ. ჩინჩილაკაშვილი.