თვე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალენდარულ სისტემაში შემავალი დროის ერთეული, რომელიც გრიგორიუსის კალენდარული წელიწადის დაახლოებით 1/12 ნაწილის ტოლია და შეიცავს 28-იდან 31-მდე დღ-ღ (იხ. ცხრ. 1), დაახლოებით 4 კვირას. თვეების ძვ. ქართული წარმართული და ხალხური სახელწოდებები იხ. სტატიაში კალენდარი.ქართულში, ისევე, როგორც მრავალ სხვა ენაში (იხ. ცხრ. 2), სიტყვა "თვე" ეტიმოლოგიურად უკავშირდება სიტყვას "მთვარე", რაც დაკავშირებულია დედამიწის გარშემო მთვარის გარემოქცევასთან დაახლოებით 1 კალენდარული თვის განმავლობაში (იხ. სტ. მთვარე). ი. ლომიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თვე&oldid=11499-დან“