თვეების გაბაასება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბაასების ჟანრის ქართული ხალხური თხზულება, ვრცელი, შაირის საზომით გამართული ლექსი, რ-შიც ერთმანეთს ეპაექრება წელიწადის თორმეტივე თვე. მისი ნიმუშები ჩაწერილია საქართველოს ყველა კუთხეში. ლიტ.: კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961; უმიკაშვილი ვ., ხალხური სიტყვიერება, I, თბ., 1964; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956; ხალხური სიბრძნე, ტ. 4, თბ., 1965. ჯ. ბარდაველიძე.