თვითმმართველობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჯარო ან კერძო კორპორაციის წევრთა უფლება, თავად მართონ კორპორაციის საქმეები ან განახორციელონ კონტროლი ამ საქმეთა მართვაზე. საქართველოში მოქმედებს თ-ის ისეთი ფორმები, როგორიცაა მოსამართლეთა, სასკოლო, სტუდენტური და სხვა თ-ები.თ-ის უმნიშვნელოვანესი ფორმაა ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილობრივი თ. არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში არჩეული ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, საკუთარი პასუხისმგებლობით მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეები. სახელმწიფოში ძლიერი ადგილ. თ-ის არსებობა დემოკრ. მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწ. პრინციპის რეალიზების აუცილებელი პირობაა. საქართველოში ადგილ. თ. ხორციელდება მუნიციპალიტეტებში (12 თვითმმართველ ქალაქსა და 64 თვითმმართველ თემში) ადგილ. ხელისუფლების წარმომადგენლობითი და აღმასრ. ორგანოების მეშვეობით. მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდ. პირი, რ-იც იქმნება საქართვ. პარლამენტის დადგენილებით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრ. ორგანო და უმაღლესი თანამდებობის პირი – მერი (თვითმმართველ ქალაქში) ან გამგებელი (თვითმმართველ თემში). საკრებულოს, მერს და გამგებელს ირჩევენ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. მერისა და გამგებლის მიერ აღმასრ. ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება მუნიციპალური დაწესებულებები – მერია და გამგეობა. მუნიციპალიტეტი სარგებლობს ადმ. დამოუკიდებლობით სახელმწიფოს მიმართ. ადგილ. ხელისუფლების უფლებამოსილებები და რესურსები გამიჯნულია სახელმწ. უფლებამოსილებებისა და რესურსებისგან, უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის სამართალშემოქმედებითი და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა. იმავდროულად, სახელმწ. ხელისუფლება ახორციელებს ადმ. ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე. მუნიციპალიტეტის ძირითადი უფლებამოსილებებია: მუნიციპალიტეტის სოც.-ეკონ. და სივრცითი განვითარების დაგეგმვა, ადგილ. მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და მშენებლობის ზედამხედველობა, ტერიტორიის კეთილმოწყობა ნარჩენების შეგროვება და გატანა, ქუჩების დასუფთავება, მუნიციპალური ტრანსპ. ორგანიზება, სოფლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის ორგანიზება, ადგილ. სოც. პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, ადგილ. მნიშვნელობის კულტ. ობიექტების მართვა და სხვ.თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტის ძირითადი საკუთარი საბიუჯეტო შემოსულობებია ქონების გადასახადი, ადგილ. მოსაკრებლები, კაპიტ. შემოსავლები, გრანტი და სესხი. მუნიციპალიტეტის ძირითადი არასაკუთარი საბიუჯეტო შემოსულობებია გათანაბრებითი, კაპიტ., მიზნობრივი და სპეც. ტრანსფერები. თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების ხარჯებს.მუნიციპალიტეტს აქვს დამოუკიდებელი ქონება საკუთრების უფლებით. მის საკუთრებაშია ადგილ. მნიშვნელობის ისეთი ქონებრივი ობიექტები, როგორიცაა მუნიციპალური ადმ. შენობები, ადგილ. მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კულტ. ობიექტები და სხვ.ი. კობახიძე.თვის შაური, სამეფო გადასახადი შუა საუკუნეების თბილისში. იხდიდა თითოეული სავაჭრო და სახელოსნო დუქნის მფლობელი თვეში ერთი შაურის ოდენობით.თვრინი, სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის თემში (იმერეთის რეგიონი), მდ. ფუთურასღელის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 300 მ ზესტაფონიდან 5 კმ. 589 მცხ. (2014).თ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში, სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-დარბაზი გალავნითა და საცხოვრ. ნაგებობებით. XIX ს. ქვის ეკლესია. თ. ბერაძე.