თიანეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაბა (1960-იდან), აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი). თიანეთის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდ. ივრის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 1100 მ თბილისიდან 78 კმ. 2,5 ათ. მცხ. (2014). თ-ში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 7,5°C იანვ. საშ. ტემპ-რა –4,7°C აგვ. 18,5°C; აბსოლ. მინ. –34°C აბსოლ. მაქს. 36°C. ნალექები 880 მმ წელიწადში, მაქს. – გაზაფხულზე, მინ. – ზამთარში.თ-ში არის კვებისა და ადგილ. მრეწველობის საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამედ. დაწესებულებები, ვაჟა-ფშაველას სახ. კულტ. და დასვენების პარკი.თ. სააგარაკო ადგილია. მის მიდამოებშია ხუროთმოძღვრული კომპლექსი თიანეთის ცხრაკარა.მ. ბალიაური. გ. ზარდალიშვილი.