თიანეთის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხვადასხვა დროისა და კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები, გამოვლენილი თიანეთსა და მის შემოგარენში. თიანეთის უბნის, ე. წ. ბაღიანების ჩრდ-ით, დიდგორის ხევში 1964 ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის ჟალეთის არქეოლ. ექსპედიციამ ჩაატარა სადაზვერვო გათხრები (ხელმძღვ. დ. მუსხელიშვილი). აღმოჩნდა კლდის ქვებით და დუღაბით ორპირად ნაგები კედლის ნაშთები, ჩაკირული ქვევრის ნაწილი, კეცის ფრაგმენტები, ნაცროვან ფენაში – დამწვარი ხის ძეგლების ნაშთები. ნაპოვნია XI–XIII სს. მოჭიქული და მოუჭიქავი სამზარეულო და სუფრის თიხის ჭურჭლის (ჯამი, ქოთანი, ხელადა) ფრაგმენტები.ბაღიანებში გამოვლენილია განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი. მის მიდამოებში, კუხაციხეზე კი – დიდი ზომის მიწისქვეშა აკლდამები.თიანეთიდან ცხრაკარის მიმართულებით, ფაშაურთგორაზე, აღმოჩნდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრინდ. ეტაპის შავლეგა თიხის ჭურჭლის ნატეხები და განვითარებული შუა საუკუნეების მინის სამაჯურის ფრაგმენტები.ადგილ. საკირეებში გამოვლინდა ადრინდ. შუა საუკუნეების დაზიანებული სამარხები. ნაპოვნია ბრინჯაოს საკინძის ღეროები, ბეჭედი და სარდიონის მძივები.თიანეთიდან 5 კმ-ზე, ე. წ. ვაჟის წყაროსთან, აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდის ქვევრის ნატეხები.მასალა ინახება დუშეთის არქეოლ. საცავში და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.ლიტ.: რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე», 1978, #1; ჯორბენაძე ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, IV – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.ბ. ჯორბენაძე.თიანეთის მაზრა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში. თ. მ. შეიქმნა 1874 წ. 3 ნოემბერს. იგი თიანეთის საპრისტავოს ბაზაზე ჩამოყალიბდა. 1875 წ. 1 იანვარს თ. მ. ოფიციალურად გაიხსნა.თ. მ. თავისი ტოპოგრ. თავისებურების გამო მთისა და ბარის ზოლებად იყოფოდა და მისი მთიანი ნაწილი მაზრის ადმინისტრაციისათვის ნაკლებად მისაწვდომი იყო, განსაკუთრებით – ზამთარში. ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ თ. მ-ის მთიანი ნაწილი მაზრის უფრ. მმართველობის სფეროში არ შედიოდა.თბილ. გუბერნატორის შუამდგომლობით კავკასიის მეფისნაცვალმა გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და 1880 წ. 17 ნოემბერს თ. მ-ის მთიანი ზოლისაგან ჩამოყალიბდა თიანეთის საპრისტავო (ოფიციალურად გაიხსნა 1881 წ. 1 თებერვალს), რ-იც მაზრის შემადგენლობაში შედიოდა.თ. მ-ს თბილ. გუბერნიის ჩრდ.-აღმ. ნაწილი ეჭირა, კავკასიონის ორივე ქედის კალთებზე მდებარეობდა და ფშავისა და ხევსურეთის არაგვის, ივრისა და ალაზნის ზემოწელის, თუშეთის ალაზნის, არღუნისა და ასის სათავეთა წყლების აუზს მოიცავდა. თ. მ. სამ უბნად იყოფოდა: თუშეთ-კახეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ერწოს. თუშეთ-კახეთის უბნის ცენტრი ახმეტა იყო, ერწოს უბნის მსაჯულის ადგილსამყოფელი სოფ. ღულელებში იყო ფშავ-ხევსურეთისა – ბარისახოში.თ. მ-ს აღმ-ით ესაზღვრებოდა დაღესტნის ოლქი და თელავის მაზრა რ-თა შორის გამყოფი სასაზღვრო ხაზი კავკასიონის მთავარ ქედსა და მისი სამხრ.-დას. განშტოების – დიდგვერდ-ნაქერალას მთაგრეხილს გასდევდა; სამხრ-ით – თბილისის მაზრა რ-ისგანაც ქართლის ქედის აღმ. განშტოებითა და გომბორის ქედით გამოიყოფოდა; დას-ით – დუშეთის მაზრა მათ შორის გამყოფი ხაზი გუდამაყრის, ქართლისა და ცხვარიჭამიას ქედებს გასდევდა; ჩრდ-ით, კავკასიონის გვერდითი ქედის გაყოლებით, თერგის ოლქი საზღვრავდა. თ. მ. გაუქმდა 1930.წყარო: სცია, ფ. 26, ან 2 ს. 2035, ფ. 1, ფ. 7, ან II ს. 1 ფ. 110; სცია, ფ. 7, ან 1, ს. 1982, ფ. 49; ПСЗРИ, ٢ изд. т. XLIX ст. 54010. ზ. ცინცაძე.