თიბისი ბანკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(TBC Bank), სააქციო საზოგადოება, ერთ–ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკი საქართველოში. დაფუძნდა 1992 წ. 17 დეკემბერს. 1994 მაისში მას მიენიჭა საერთაშ. ოპერაციების წარმოების ლიცენზია, ხოლო 2000 სექტემბერში – საერთაშ. რეიტინგი. ბანკის ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს 135 ფილიალსა და სერვისცენტრს ("თიბისი კრედიტის" ფილიალების ჩათვლით). "თ. ბ." წარმოდგენილია აგრეთვე აზერბაიჯანის ("თიბისი კრედიტი") და ისრაელის ("თიბისი ინვესტი") ბაზრებზე. 2014 წ. 11 ივნისს "თ. ბ-მა" განახორციელა საქართველოდან აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე რ-თა ღირებულებამ 256 მლნ. დოლარი შეადგინა."თ. ბ-ის" მთლიანი კაპიტალი 2015 წ. 31. XII. მდგომარეობით 1,218 მლნ. ლარს უდრიდა, ხოლო მისი მთლიანი აქტივები ამავე პერიოდისათვის – 6,9 მლრდ. ლარს საკრედიტო პორტფელი კი – 4,6 მლრდ. ლარს. ბანკი ყველაზე დიდ წილს (343 %) ფლობს ფიზ. პირების ანაბრების ბაზაზე. "თ. ბ." საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებს სთავაზობს სესხებს არსებული ბიზნესის განვითარებისათვის, აფინანსებს ფიზ. პირებს (იპოთეკური, სამომხმარებლო სესხები), ახდენს ფულადი ანაბრების ოპერაციებს ფიზ. და იურიდ. პირებთან, ელექტრონულ საბანკო მომსახურებას (სატელეფონო სერვისცენტრი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები), პლასტ. ბარათების გამოშვებას და მომსახურებას. 2011 "თ. ბ-მა" შეისყიდა ბანკ "კონსტანტას" 80%-იანი წილი და წარმატებით შევიდა მიკროსაფინანსო ბაზარზე, 2014 კი 100%-მდე გაზარდა თავისი ინვესტიცია ბანკ "კონსტანტაში". ბანკის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში (კ. მარჯანიშვილის ქ. #7). შენობა აგებულია 1913 (არქიტ. ა. როგოისკი). თავდაპირველად აქ განთავსებული იყო "კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების" სახლი, 1935-იდან – ცენტრ. უნივერმაღი, ხოლო 2005-იდან (რეკონსტრ. შემდეგ; არქიტ. გ. კიკნაძე) იგი "თ. ბ-ის" კუთვნილებაა. შენობა "მოდერნის" სტილისაა, მთლიანად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე და თბილ. არქიტ. ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.2002–15 წლებში "თ. ბ." მრავალჯერ დაჯილდოვდა არაერთ ნომინაციაში, მ. შ. როგორც "საუკეთესო ბანკი საქართველოში" მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ("The Banker", "Euromoney", "Emeafinance", "Global Finance") მიერ ასევე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო "საუკეთესო ინტერნეტ ბანკისთვის". 2013 "თ. ბ-ის" ინტერნეტ ბანკი მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა "Global Finance" დაასახელა "მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად".ბანკი ეწევა ქველმოქმედებას. იგი ყოველწლიური ლიტ. პრემიის "საბას" (გაიცემა 2003-იდან) დამფუძნებელი და ორგანიზატორია. "თიემთი" (შპს, "TMT ltd"), საკონსერვო მრეწველობის საწარმო. დაარსდა 2006 კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე, რ-იც ფუნქციონირებდა 1960-იდან. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა (კონსერვანტების გარეშე) ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ნაირსახეობებს: მურაბებს, ფაფებს, ჯემებს, წვენებს, მარინადს, საწებელს, დაკონსერვებულ ბოსტნეულს, აჯიკას, ასევე მშრალ ხილს (ჩირი). ხილისა და ბოსტნეულის შეგროვება ხდება შიდა ქართლის რეგიონის მაცხოვრებლებისგან, ასევე ქვემო ქართლსა და დას. საქართველოში. პროდუქცია დაფასოებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შუშის ქილებში და პოლიეთილენის ბოთლებში (წვენი), გამოდის სავაჭრო ნიშნით "TMT". რეალიზაცია ხდება ადგილ. ბაზარზე, ასევე გადის საექსპორტოდ ევრ. და ამერ. ქვეყნებში.