თიემთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(შპს, "TMT ltd"), საკონსერვო მრეწველობის საწარმო. დაარსდა 2006 კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე, რ-იც ფუნქციონირებდა 1960-იდან. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა (კონსერვანტების გარეშე) ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ნაირსახეობებს: მურაბებს, ფაფებს, ჯემებს, წვენებს, მარინადს, საწებელს, დაკონსერვებულ ბოსტნეულს, აჯიკას, ასევე მშრალ ხილს (ჩირი). ხილისა და ბოსტნეულის შეგროვება ხდება შიდა ქართლის რეგიონის მაცხოვრებლებისგან, ასევე ქვემო ქართლსა და დას. საქართველოში. პროდუქცია დაფასოებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შუშის ქილებში და პოლიეთილენის ბოთლებში (წვენი), გამოდის სავაჭრო ნიშნით "TMT". რეალიზაცია ხდება ადგილ. ბაზარზე, ასევე გადის საექსპორტოდ ევრ. და ამერ. ქვეყნებში.