თივაქასრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Poa), ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია. 300-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ცივსა და ზომიერ ზონაში, ტროპიკებში – მხოლოდ მთებში.საქართველოში იზრდება 16 სახეობა. უმრავლესობა მდელოსა და ველის მცენარეა, გვხვდება აგრეთვე ტყეშიც (P. nemoralis, P.remota), უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში. სიმაღლის მიხედვით არჩევენ თ-ის მაღალ (სათიბის) და დაბალ (საძოვრის) ტიპს. დაბალ მარცვლოვანთა შორის ცნობილია მდელოს თ. (P. pratensis); მისი სიმაღლე 30-სმ-ზე მეტია, კარგად შეფოთლილი ღერო აქვს. საგველა გადაშლილია, ყვავილის კილი – ბეწვებიანი. გვალვა- და ყინვაგამძლეა. ვერ იტანს ნიადაგის დამლაშებას. გაძოვის შემდეგ სწრაფად იზრდება.შ. ნახუცრიშვილი.