თივის მოედანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბზის მოედანი, შეიქმნა XIX ს. 20–30-იან წლებში თბილისში, მტკვრის მარცხ. სანაპიროზე მდებარე რიყის ტერიტორიის უკიდურეს სამხრ.-აღმ. ნაწილში, ღვინის (სირაჯხანის) აღმართის და ტიკის შესახვევის ჩრდ.-დას-ით, ზურაბაშვილის, მირზოევის და სხვ. ქარვასლების მახლობლად. მოედანმა სახელი მიიღო რიყესა და მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე (ავლაბრის ახლანდ. მეტეხის, ხიდთან) არსებულ სავაჭრო-სასტუმრო სახლებში (ქარვასლებში) უცხოეთიდან ქარავნებით ჩამოსული ვაჭრების თუ საქმოსნების სასაპალნე და შესაბმელი პირუტყვისათვის (აქლემი, ცხენი, ხარი, სახედარი) საგანგებოდ შერჩეული ადგილის გამო, სადაც ღამის სათევად გაჩერებულ პირუტყვს უყრიდნენ თივას, ბზეს, შვრიას და ა. შ. ლიტ.: კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985.თ. ბერიძე.