თითმერია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯუმბერ იპოლიტეს ძე (20. II. 1939, ზუგდიდი, – 2. I. 2007, თბილისი), მწერალი კრიტიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. 1962 დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. იყო ალმანახ "კრიტიკის" (1973–75) და ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნების" (1976–84) პასუხისმგებელი მდივანი; საქართვ. მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი (1985–87). 1996-იდან იყო გაზ. "კრიმინალური ქრონიკის" მთავარი რედაქტორი.გამოქვეყნებული აქვს ლიტ.-კრიტ. წერილების კრებულები: "პანორამა" (1966, 1986), "დრო, ფიქრი, სიტყვა" (1979); "ისევ ... დრო. ფიქრი. სიტყვა" (1999), "საუბრები" (2004); შემდგენელია კრებულებისა: "იაკობის სამრეკლო" (1990), "აკაკის სამრეკლო" (1990) და სხვ. თ-მ თარგმნა ვ. შუკშინის მოთხრობათა კრებულები: "მგლები" (1978) და "წყენა" (1987); დ. გრანინის "მიზნის არჩევა" (1977); XI ს. იაპონელი მწერალი ქალის სეი-სიონაგონის რომანი "მარტოობის ჟამის ჩანაწერები" (1983); XIII ს. II ნახევრისა და XIV ს. დასაწყისის იაპონელი მწერალი ქალის ნიძიოს რომანი "საჩუმათო ამბავი" (1987); ლ. ტოლსტოის "რა არის ხელოვნება?" (1984) და "მოთხრობები, ნამდვილი ამბები, იგავ-არაკები" (1988); ე. ედიგეის "თვითმკვლელის დღიური" და ი. ხმელევსკაიას "რა თქვა მიცვალებულმა" (1989); ა. ქალანთარიანის რომანი "მარათონი", სალვადორ დალის "ერთი გენიოსის დღიური" (1988) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999) და ფრიტიოფ ნანსენის საპატიო მედლით.