თიკანაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურამ (გიორგი) ვასილის ძე (12. IX. 1932, სოფ. კვირიკეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 27. VII. 1963, თბილისი), ფოტოხელოვანი, ალპინისტი. სპორტის ოსტატი (1963), იტალიის საერთაშ. (1959) და საქართვ. ახალგაზრდობის I (1957) ფესტივალის ლაურეატი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1956). 1956–59 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. წლების განმავლობაში იკვლევდა საქართვ. მღვიმეებს. ფოტოგრაფიით დაინტერესდა 1962-იდან – თბილ. ჟურნალისტთა კავშირის ფოტოსექციის თავ-რე.თ. ქართ. ფოტოხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მან მიაღწია ფოტოხელოვნებაში დოკუმენტურობისა და მხატვრულობის სინთეზს. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. თ-მ ფოტოსურათისათვის "ოლე" ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ვენის მსოფლიო ფესტივალის (1959) ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა; ასევე ბრინჯაოს მედალი მიიღო 1962 მოდენაში (იტალია) გამართულ საერთაშ. ფოტოსალონზე ფოტოსურათისათვის "თბილისის ზღვა". მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია "ქალი-საუკუნე", "მოხუცის პორტრეტი", "აჭარელი მევენახე", "ვედრება", "მთაწმინდა", "უშბა", "შესვენება", "უშბის პლატო", "უშბა სამხრეთიდან" და სხვ. თ-ის ნამუშევრები გამოფენილი იყო იტალიაში, აშშ-ში, იაპონიაში, უნგრეთში, ბელგიაში, ჰონკონგში (იყო ჰონკონგის ფოტოგრაფიული საზ-ბის საპატიო წევრი). თბილისში მისი პირველი გამოფენა მოეწყო 1973. თ-ის ფოტოალბომები გამოიცა 1959, 1976 და 1987 წლებში. თ. იყო ცნობილი ალპინისტი. საქართვ. ალპ. კლუბის წევრი. განახორციელა რამდენიმე რთული ასვლა კავკასიონსა და პამირზე. 1961 ხელმძღვანელობდა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსს, 1963 მწვ. შხარიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა. 1980 სვანეთში (ლატალის თემი) გაიხსნა თ-ის სახ. სპორტ. ცენტრი. ამავე წელს, აქვე, დაარსდა ზეიმი "გურამობა", რ-იც აღინიშნება 12 სექტემბერს.ლიტ.: გურამ თიკანაძე. კრებული შეადგინა მ. ლებანიძემ, თბ., 1976.