თიმარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკარგავი, ფეოდალური მიწათმფლობელობის ყველაზე გავრცელებული ფორმა შუა საუკუნეების ოსმალეთში. სულთნები თ-ს დაპყრობილ ქვეყნებში სამხ. ვალდებულებების შესრულების პირობით უბოძებდნენ თურქ მხედრებს – სიფაჰიებს. თ-ს აგრეთვე "კილიჩ" – ხმალი ეწოდებოდა იმის გამო, რომ აღნიშნული მიწები მხედრებს ხმლით ჰქონდათ მოპოვებული. სიფაჰის არ ჰქონდა თ-ის გასხვისების უფლება. თ. 1–3 სოფლისაგან შედგებოდა, შემოსავალი განისაზღვრებოდა 3–20 ათ. ახჩამდე (ფულის ერთეული ოსმალეთში), მაგრამ იგი ხშირად დაწესებულ მინიმუმზე დაბალი იყო. ყოველ 3 ათ. ახჩა შემოსავალზე თ-ის მფლობელს სულთნის ლაშქრობებში ერთი შეიარაღებული მეომარი უნდა გამოეყვანა. ოსმ. ბატონობის პერიოდში თ. ფართოდ გავრცელდა სამცხე-საათაბაგოში. იგი გაუქმდა XIX ს. 30-იან წლებში სამხ.-ლენური სისტემის ლიკვიდაციასთან ერთად.ლიტ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), თბ., 1957. ვ. ჩოჩიევი.