თიმსარიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთი ჩარჩოთი შემოფარგლული არაკების კრებული (XVIII ს.) სხვაგვარად "შვიდვეზირიანიც" ეწოდება (შვიდი ვეზირი ქალის მზაკვრული ბუნების ამსახველი არაკების მეშვეობით ცდილობს უდანაშაულო უფლისწულის გადარჩენას). თ. უკავშირდება ზაჰირი სამარყანდელის ლექსნარევი პროზით დაწერილ სპარს. ძეგლ "სინდბადნამეს" (XII ს.), რ-იც, თავის მხრივ, მომდინარეობს ინდურ-ფალაურ-არაბული წყაროებიდან. ქართ. ვერსია ძირითადად მისდევს სპარს. წყაროს, თუმცა გვაქვს განსხვავებანი, დაწყებული სათაურით (სპარს. "თამსილ" ნიშნავს არაკს) და საკუთარი სახელებითა თუ არაკების დეტალებით დამთავრებული. თ-ის ავტორობა თეიმურაზ II-ს (1700–1762) მიეწერება. ტექსტი ოთხჯერ არის გამოცემული (1903 – ე. თაყაიშვილი; 1935 – ა. გაწერელია; 1939 – გ. ჯაკობია; 1965 – თ. გორელიშვილი. ეს უკანასკნელი კრიტიკულია, სპარს. ტექსტთან შეჯერებული). ა. გვახარია.