თინიკაანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ქარჩოხის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ქსნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1570 მ ახალგორიდან 34 კმ. 26 მცხ. (2002).სოფლის თავში დგას ადრინდ. შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების ეკლესია. ეკლესიაში აღმოჩნდა ანტ. ხანის ბრინჯაოს შტანდარტი, რ-იც ეკუთვნოდა ქარჩოხის ხევის ხევისთავს (ქარჩოხის ხევი VI ს. II ნახევარში შედიოდა ცხრაზმის საერისთავოში), ე. ი. წარმოადგენდა ხევისთავის ინსიგნიას და, როგორც ჩანს, იხმარებოდა როგორც ადრეფეოდალურ, ასევე განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდში მანამ სანამ არსებობდა მცირე ადმ. ერთეულები – ხევები. შტანდარტი დაცულია ახალგორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.ლიტ.: ღუნაშვილი ვ., ხევისთავის ინსიგნია ცხრაზმის ხეობიდან, «ძეგლის მეგობარი», 1988, #3.