თინუსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Thunnus thynnus Linnaeus 1758), თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. მისი მაქს. სიგრძე – 450 სმ მასა – 600 კგ ცოცხლობს 15 წლამდე. ხასიათდება დიდი მიგრაციულობით, მრავლდება ხმელთაშუა და შავ ზღვებში მაის-ივლისში. პელაგიური სითბოსმოყვარული ქარავნული მტაცებელი თევზია. იკვებება თევზებით და მოლუსკებით.გავრცელებულია შავ ზღვაში საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთის, ყირიმისა და კავკასიის ჩრდ.-დას. ნაწილის სანაპიროებთან; ატლანტის და წყნარი ოკეანეების ტროპ. და განსაკუთრებით სუბტროპ. არეალებში, ასევე ევრ. სანაპიროების ჩრდ.-ბრიტანეთის კუნძულებამდე. ერთეულების სახით გვხვდება ისლანდიაში, სამხრ. და ჩრდ. ამერიკის სანაპიროებთან.მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში შედარებით მცირე რაოდენობით – შავ ზღვაში. შეტანილია (1982-იდან) ზღვის კანონმდებლობის კონვენციის I დანართში; IUCN – არასრული მონაცემებით (DD).ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი გ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Световидов А. Н., Рыбы Черного моря, М.–Л., 1964.ნ. ნინუა.