თირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, ცხინვალის ჩრდ.- დას-ით 8 კმ-ზე. სახელწოდება, როგორც ჩანს, მომდინარეობს ამ ადგილებში არსებული ქარაფების ძვ. სახელწოდებიდან – თირის კლდე, იგივე ქვიშაქვის კლდე. "თირი არს კლდე დაბალი და ადვილი სათლელი" (საბა). XVII–XVIII სს. შიდა ქართლის ტერიტორია და მ. შ. თ. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის "სამკვიდრო მამული" იყო და აქ რამდენიმე წელიწადს ცხოვრობდა. აქვეა თირის მონასტერი. დღეს სოფელს მონასტერი ჰქვია (იხ. ზემო მონასტერი და ქვემო მონასტერი).ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1976.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თირი&oldid=11529-დან“