თიქმათაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უღელტეხილი წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედზე, მდ. ჯუჯიანის სათავეებთან. სიმაღლე 2168 მ. მიდამოები აგებულია პლიოცენური ანდეზიტური ლავებით. დაფარულია სუბალპური მდელოებით. თ. წალკის მუნიციპალიტეტს აკავშირებს ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებთან. დ. უკლება.