თიღვის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შიდა ქართლის რეგიონი). ცენტრი – სოფ. თიღვა. შეიქმნა საქართვ. პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის #296 ბრძანებულებით. თ. მ-ში შევიდა ავნევის, ახალშენის, თიღვის, ლოპანის, ნულის, ოქონის თემები. მუნიციპალიტეტშია 1 დაბა (ყორნისი) და 83 სოფელი.