თიხნარის ბაზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Bombus argillaceus Scopoli, 1763), სიფრიფანაფრთიანების (Hymenoptera) რიგისა და ფუტკრების ზეოჯახის (Apoidea) საზოგადოებრივი მწერი. აქვს შავი ფერის თავი და მუცელი, მკერდი დაფარული აქვს შავი და ყვითელი ბუსუსებისაგან შემდგარი ზოლებით, ულვაშები შავი ან ყავისფერია. გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ თურქმენეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. იბუდებს მიწაში მღრღნელების მიერ მიტოვებულ სოროებში. იკვებება ყვავილის მტვერით და ნექტარით, ამტვერიანებს პარკოსნების, ბაიასებრთა, ტუჩოსნების, რთულყვავილოვანთა, შავწამალასებრთა ოჯახების ყვავილებს. გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. შეტანილია "საქართველოს წითელ ნუსხაში". ი. სხირტლაძე.