თიხრევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, ფრონის ხეობაში. თ. პირველად იხსენიება 1634 წ. 23 ოქტ. საბუთში: "გარდაწყვეტილობის წიგნი როსტომ მეფისა დავით და რამაზ დავითაშვილების მამულის გაყრის საქმეზე" ღვერთესთან, აბანოსთან, სატივესთან, წაბლოვანასთან და სტკოცასთან ერთად. გვიანდ. შუა საუკუნეების ტერიტ. დაყოფით თ. ქართლის სამეფოს IV სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა.წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972.ზ. ცინცაძე.