თლილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღრმანი, მთა ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვართან არსიანის ქედის აღმ. განშტოებაზე, მდინარეების ძინძისწყლისა (ქვაბლიანის მარჯვ. შენაკადი) და ღრმანისწყლის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2540 მ. აქვს გუმბათისებრი მოყვანილობა. აგებულია ანდეზიტ-დაციტური ლავით. კალთებზე ზოგან ქვაყრილებია. შემოსილია სუბალპ. მდელოებით. ქ. ჯაყელი.