თოდაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გივი ასლანის ძე (დ. 9. V. 1926, ქუთაისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1951). 1951–92 მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში: "ქუთოლქპროექტი" "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალი, "ქუთქალაქპროექტი" და სხვ. იყო ქუთაისის მთ. მხატვარი (1975–76). 1992-იდან დღემდე არის ინდივიდ. საწარმოს "იერსახეს" დირექტორი. ძირითადი ნამუშევრები: ქუთაისში – მაუდის ფაბრიკის საბავშვო ბაღი (1957, არქიტ. თ. კოპტანაშვილთან ერთად); რუსთაველის სახ. ხიდი (1965; ინჟ. გ. ჩომახიძე), სამხატვრო გალერეა (1976, არსებული შენობის რეკონსტრუქცია არქიტ. ს. გაგუასთან ერთად); მეგობრობის მემორიალი "ნიკეა – ქუთაისი" (1985, არქიტ. გ. ჯაბუასთან ერთად, მოქანდაკე – გ. ნიკოლაძე); თერჯოლაში – ქორწინების სახლი (1965) და სამხატვრო გალერეა (1967). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), არის თერჯოლის (2000) და ქუთაისის (2003) საპატიო მოქალაქე. 2011 საქართვ. არქიტექტორთა კავშირმა მიანიჭა "არქიტექტურის რაინდის" საპატიო წოდება. თ. გერსამია.