თოდუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბონდო თადეოზის ძე (დ. 20. X. 1940 ზუგდიდი), ბიოლოგი, ბოტანიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996). დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტი (სსმი) (1964). იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (ქ. ოჩამჩირე, "აბნილოსი"), ბოტან. კათედრის გამგე (სსმი); 2005-იდან არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის დირექტორის მოადგილე სასწ. და სამეცნ. დარგში და ბიოლ. კათედრის გამგე. გამოყვანილი და გამორჩეული აქვს ტყისა და დეკორაციულ მცენარეთა 4440-მდე ახ. ფორმა, რ-ებიც გაშენებულია ვ. გულისაშვილის სახ. თბილ. სამთო მეტყევეობის ინ-ტის აფხ. სამეცნ.-საკვლევ სატყეო სადგურის ტერიტორიაზე (ქ. ოჩამჩირე "აბნილოსი"), მათგან უმრავლესობა გადარჩენილია. თ-ს სამეცნ. კვლევის სფეროა: ციტოლოგია, კერძოდ კარიოლოგია (ქრომოსომების კომპლექტის, ანუ კარიოტიპების შესწავლა). შეისწავლა 550-მდე მერქნიან მცენარეთა სახეობებისა და ფორმების კარიოტიპები. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.თოდუა გრიგოლ სიმონის ძე (27. XII. 1928, სოფ. კოხნარი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 11. V. 2011, თბილისი), ეკონომისტი ეკონომიკის ფილოსოფიის მიმართულების დამფუძნებელი საქართველოში. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970). 1951 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1959–70 მუშაობდა ა. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედაგოგიურ ინ-ტში. 1971–76 იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პოლიტ. ეკონომიის კათედრის პროფესორი, 1976–81 – ეკონ. ფაკ-ტის დეკანი, 1995–2004 – საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგე, 2006-იდან – თსუ-ის პროფესორი. იყო პოლიტ. ეკონომიაში დოქტორის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავ-რე (1977–80).თ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონ. თეორიისა და ეკონ. მოძღვრებათა ისტ. პრობლემათა კვლევაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. ორგზის დაჯილდოვდა ღირსების ორდენითა (2002, 2003) და ივ. ჯავახიშვილის მედლით (1976, 2004).თხზ.: XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები, ნაწ. 1–2, თბ., 1983–87; ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, ნაწ. 1, თბ., 2004; Актуальные проблемы диалектической взаимосвязи экономических категорий Тб., 1979.