თოვლიანი უფსკრული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარსტული უფსკრული დასავლეთ საქართველოში გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), ბზიფის ქედზე, უღელტეხილ ძინის მიდამოებში. შედის ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმურ სისტემაში. სიმაღლე ზ. დ. 1960 მ. გამომუშავებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებიან, ძლიერ დამსხვრეულ და დანაპრალებულ კირქვებში. "თ. უ." ითვლება ერთ-ერთ ღრმა კარსტულ სიღრუედ. ერთმანეთს ცვლიან ღრმა შახტები და დამრეცფსკერიანი ვიწრო დერეფნები. ერთ-ერთი შახტის სიღრმეა 160 მ. უფსკრულში თოვლი, ყინულის ნატეხები, ნაირგვარი სტალაქტიტ-სტალაგმიტები და ტრავერტინებია. ჩასასვლელიდან 350 მ სიღრმეზე ჩნდება ნაკადი, რ-ის დებიტი უფსკრულის ბოლოში 05 მ 3/წმ ხოლო ტემპ-რა 2°C აღწევს. ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.