თოვლის ჯიქი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საპატიო წოდება ალპინიზმში სსრკ-ში (1992-იდან ანიჭებს რუს. ალპინიზმის ფედერაცია). ენიჭებოდათ მთამსვლელებს, რ-ებიც სსრკ-ის ყველა შვიდიათასმეტრიან სიმაღლის მწვერვალებზე ადიოდნენ. ესენია: კომუნიზმის პიკი (ისმაილ სამანი) გამარჯვების პიკი ლენინის პიკი (იბნ სინა), კორჟენევსკაიას პიკი; 1985-იდან გამარჯვების პიკის მაგივრად დაემატა ხან-თენგრის პიკი; 1989-იდან დაემატა მეხუთე მწვერვალი – ისევ გამარჯვების პიკი. ქართვ. სპორტსმენებიდან <ბრ />თ. ჯ-ის წოდება მოიპოვეს ლ. ალიბეგაშვილმა (1973) პ. ჩოჩიამ (1985) რ. გიუტაშვილმა (1989) თ. ბაქანიძემ (1989) გ. გიგაურმა (1989) ა. გიგანმა (1989) ა. დოლიძემ (1989) თ. შარაშენიძემ (1993) ბ. გუჯაბიძემ (1997) ლ. სარქისოვმა (1997).