თოთანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ეგრისის ქედის დას. დაბოლოებაზე, მდ. ენგურის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 470 მ მესტიიდან 83 კმ ქ. ჯვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 26 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.თოთაძე ანზორ ბაგრატის ძე (დ. 20. IX. 1939, ზესტაფონი), ეკონომისტი, დემოგრაფი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2002). 1963 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკ-ტი. 1977–90 მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1991–2006 იყო საქართვ. მეცნ. აკად. დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტის განყ-ბის გამგე. 1998–2005 – საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს დემოგრ. დეპარტამენტის თავ-რე. 1968–2005 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. არის სამეცნ. ჟურნალების "დემოგრაფიის" (1999-იდან) და კავკ. საერთაშ. უნ-ტის "მაცნეს" (2012-იდან) მთ. რედაქტორი, საქართვ. დემოგრ. აღორძინების ფონდის დაარსების (2013) ერთ-ერთი ინიციატორი. თ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება საქართვ. ეკონომიკის, სოციოლოგიის, საქართვ. და კავკ. დემოგრაფიის საკითხებს. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ისტ. დემოგრაფიისა და დემოგრ. პუბლიცისტიკის განვითარება. თ-ის ზოგიერთი ნაშრომი გამოცემულია უცხოეთში – რუსეთში, აშშ-სა და აზერბაიჯანში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999) და დავით აღმაშენებლის სახ. პრემიით (ორგზის – 2010, 2011).თხზ.: საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი, თბ., 1994; საქართველოს მოსახლეობა მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე, თბ., 1999; ოსები საქართველოში: მითი და რეალობა, თბ., 2006 (ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე); საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, თბ., 2009; მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფა ერმა უნდა აიცილოს, თბ., 2013; The population of the Caucasus, N.Y., 2009 (თანაავტ. ვ. ლორთქიფანიძე).