თოთაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანზორ ბაგრატის ძე (დ. 20. IX. 1939, ზესტაფონი), ეკონომისტი, დემოგრაფი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2002). 1963 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკ-ტი. 1977–90 მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1991–2006 იყო საქართვ. მეცნ. აკად. დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტის განყ-ბის გამგე. 1998–2005 – საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს დემოგრ. დეპარტამენტის თავ-რე. 1968–2005 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. არის სამეცნ. ჟურნალების "დემოგრაფიის" (1999-იდან) და კავკ. საერთაშ. უნ-ტის "მაცნეს" (2012-იდან) მთ. რედაქტორი, საქართვ. დემოგრ. აღორძინების ფონდის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (2013). თ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება საქართვ. ეკონომიკის, სოციოლოგიის, საქართვ. და კავკ. დემოგრაფიის საკითხებს. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ისტ. დემოგრაფიისა და დემოგრ. პუბლიცისტიკის განვითარება. თ-ის ზოგიერთი ნაშრომი გამოცემულია უცხოეთში – რუსეთში, აშშ-სა და აზერბაიჯანში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999) და დავით აღმაშენებლის სახ. პრემიით (ორგზის – 2010, 2011).თხზ.: საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი, თბ., 1994; საქართველოს მოსახლეობა მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე, თბ., 1999; ოსები საქართველოში: მითი და რეალობა, თბ., 2006 (ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე); საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, თბ., 2009; მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფა ერმა უნდა აიცილოს, თბ., 2013; The population of the Caucasus, N.Y., 2009 (თანაავტ. ვ. ლორთქიფანიძე).