თოთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლდოვანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, სიმაღლე 3954 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა ტვიბერისა და ლეხზირის მყინვარებიდან (მდ. მულხრის აუზი). თ-ზე პირველად ავიდნენ 1933 მთამსვლელები: ალექსანდრე ჯაფარიძე (ხელმძღვანელი), ალექსანდრა ჯაფარიძე, ი. მარი, ბ. გინცენბერგი და სხვ. მ. უთმელიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თოთი&oldid=11563-დან“