თოთხამის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდებარეობდა გუჯარეთის ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენიებს თავის წიგნში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა": "არს გუჯარეთის ჩრდილოეთ, მაღალ მთის თხემსა ზედა, ციხე ტოთხამი, მჭვრეტელი ქართლ-იმერეთისა". ციხის სახელი "ტოთხამი" დაკარგულია და ვახუშტის ნაშრომის გარდა არც ერთ წყაროში აღარ იხსენიება. ადგილობრივები ახლა მას "ბარძუნჯვარს", ე. ი. მაღალ ჯვარს, უწოდებენ.ხეობის ზედა დასახლებული პუნქტების – გუჯარეთისა და წითელსოფლის – ჩრდ-ით, ძამისა და ტანის ხეობებში მიმავალ გზაჯვარედინზე, 2300 მ სიმაღლის მთის თხემზე აღმართულ თ. ც-ს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. მისი აგებით ხეობის ზემო წელის ციხისუფალი აკონტროლებდა ქართლის პროვინციებიდან ჯავახეთ-თრიალეთის საძოვრებისაკენ მიმავალ გზას. დღეს მხოლოდ თ. ც-ის გალავნის უმნიშვნელო ნაშთია შემორჩენილი. თ. ც-ს, ჩანს, ადრევე დაუკარგავს ფუნქცია, კერძოდ, XIII ს-ში, როდესაც თორელებმა ძამის ხეობა იგდეს ხელთ და მის ციხესაც დაეპატრონნენ. თ. ც. მხოლოდ გზის ჩამკეტი სეზონური ციხე არ ყოფილა, მის საციხისთავო ერთეულში უნდა ყოფილიყო ახლომდებარე, ამჟამად უსახელო ნასოფლარები, აგრეთვე სოფლები გუჯარეთი და წითელსოფელი.ლიტ.: ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., გუჯარეთი, თბ., 1987.თოთხმეტი აპრილი 1978 ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ეტაპი, მშობლიური ენის დასაცავად ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი. 1978 დასაწყისიდან საქართველოში სსრკ-ის ახ. კონსტიტუციის პროექტი განიხილებოდა. მოქმედი (1936 წლის) კონსტიტუციით ქართ. ენას, რესპუბლიკების უმრავლესობისაგან განსხვავებით, საგანგებო მუხლით სახელმწიფოებრივი სტატუსი ჰქონდა მინიჭებული – აღიარებული იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწ. ენად. საბჭ. კავშირის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ახ. კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ქართ. ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი უნდა გაუქმებულიყო. ახ. კონსტიტუცია უნდა მიეღო 1978 წ. 14 აპრილს მოწვეულ საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს სესიას. კრემლის ამ მიზნის განხორციელებას ქართვ. ხალხი წინ აღუდგა. მოძრაობას თსუ-ის სტუდენტები ჩაუდგნენ სათავეში. 12 აპრილიდან თბილისში გრანდიოზული დემონსტრაციები დაიწყო. მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე სტუდენტებმა "მჯდომარე გაფიცვა" გამოაცხადეს. მანიფესტანტები მოითხოვდნენ ახ. კონსტიტუციაში ქართ. ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის ძალაში დატოვებას. ისინი მზად იყვნენ სისხლით დაეცვათ მშობლიური ენის უფლება. დემონსტრაციის დასაშლელად მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე საბჭ. არმიის დამსჯელი რაზმები იდგნენ. დემონსტრანტების წინაშე გამოვიდა საქართვ. კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ე. შევარდნაძე და ხალხს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება აღუთქვა. ამის შემდეგ კრემლი დათმობაზე წავიდა. 14 აპრილს საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ ქართ. ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი უცვლელად დატოვა. ამრიგად, დემონსტრანტთა მოთხოვნები შესრულდა და მალე, ყოველგვარი ექსცესის გარეშე, მანიფესტაცია შეწყდა. ამ დღის აღსანიშნავად 14 აპრილს დაწესდა ქართ. ენის დღე. გ. ნარსია.