თოლენჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ერწოს ქვაბულის ჩრდ. ნაწილში. ზ. დ. 1120 მ თიანეთიდან 29 კმ. 208 მცხ. (2014).შემორჩენილია მარიამწმინდის ეკლესიის, ლომისის, კვირიასა და ადგილისდედის ხატების ნანგრევები. ძვ. ნასახლარები განლაგებულია სოფლის ზემოთ, ქედის გაყოლებაზე.ლიტ.: რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, #1; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2008. ბ. ჯორბენაძე.