თორდუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ დიმიტრის ძე [19. II (4.III). 1914, სოფ. თეკლათი, ცხაკაიას რ-ნი (ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი), – 17. IX. 1999 თბილისი], მწერალი, დამსახურებული ჟურნალისტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45), შემდეგ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1954). იყო გაზ. "საქართველოს რესპუბლიკის" პ/მგ მდივანი და სხვ. ავტორია წიგნებისა: "ჩიტი ციცინო" (1948), "ომგადახდილის თვალით" (1952), "დღეები და ადამიანები" (1955), "მოთხრობები ნამდვილ ადამიანებზე" (1967), "როგორ უყვარდათ, როგორ კვდებოდნენ" (1975) "ნაკვესები, ნოველები და მინიატიურები" (1985) და სხვ. თარგმნა უკრაინელი მწერლის ვ. სტეფანიკის "რჩეული" (1954). თ-ს ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, ბულგარულ, ლატვიურ ენებზე. აკაკი წერეთლის სახ. პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.