თორთლაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გია ოთარის ძე (დ. 12. VII. 1960, თბილისი), სპორტსმენი (ალპინისტი), არქეოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1983). იკვლევს დას. საქართვ. ღია ზედაპალეოლითურ ნამოსახლარებს. საქართვ. მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (1997–2001) და მთამსვლელთა საერთაშ. ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი (2001, თბილისი). ამავე ასოციაციის პრეზიდენტი (2001-იდან). არის მრავალი ალპინისტური ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი. შესრულებული აქვს 150-ზე მეტი ასვლა სხვადასხვა კატეგორიის სირთულის მწვერვალებზე, მ. შ. შვიდიათასიანებზე და რვაათასიანებზე, სამჯერ დალაშქრა ევერესტი – 8848 მ (1999, 2001, 2012). თ. არის პირველი ქართვ. მთამსვლელი, რ-იც ნამყოფია აფრიკის ("კილიმანჯარო"– 5895 მ), ჩრდ. ამერიკის ("მაკ-კინლი"–6194 მ) და სამხრ.-ამერიკის (ანდები, "აკონკაგუა" – 6960 მ) უმაღლეს მწვერვალებზე. თ. არის დოკუმენტური ფილმების ავტორი (მთამსვლელობა).თ. იყო საქართვ. პარლამენტის ორი მოწვევის (2004–08; 2008–12) წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1999) და ნეპალის სამეფო ორდენით (2003).შ. მირიანაშვილი.