თორთომი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თორთუმი, პროვინცია ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (ამჟამად თურქეთის ტერიტ.). ცენტრი – თორთომის ციხე (ნანგრევებიღაა შემორჩენილი მდ. თორთომის შუაწელზე), მოიცავდა მდ. ოლთისის (თურქ. ოლთუჩაი) შენაკადის – მდინარე თორთომის (თურქ. თორთუმჩაი) – ხეობას. თ. ტაოს მხარეში შედიოდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა იშხნის ეპისკოპოსს. აქ იყო ქართ. კულტურის მძლავრი კერები – ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თ-ს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრ-იდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII ს-ში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თ-ის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები. შემდგომში თ. სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI ს-ში მას საქართველოს სხვა ტერიტ. ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. დ. მუსხელიშვილი.