თორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თორნი აბჯრის საუკეთესო სახე ძველ საქართველოში "ტანსაცვამი რკინისა ჯაჭვივით" (სულხან-საბა). თ. მთლიანად ლითონით იყო დამზადებული. იცავდა მებრძოლის თორაკს – მკერდს, ბეჭებსა და კიდურებს. თ-ის შემადგენელი ლითონის ნაწილები ერთმანეთთან ჯაჭვით იყო დაკავშირებული. თ-ით შეჯავშნულს თოროსანი ეწოდებოდა, იგი კარგად იყო დაცული. ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების შემდეგაც იხმარებოდა.ლიტ.: ჩოლოყაშვილი კ., ქართული საჭურველი. ჯაჭვი, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1956 ტ. 19 В; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 3–4, თბ., 1962.კ. ჩოლოყაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თორი&oldid=11591-დან“