თორტიზა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. განშტოება გვირგვინას ქედზე, მდინარეების ძამისა და გუჯარეთისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე 1996 მ. აგებულია პალეოცენ-ეოცენური კირქვებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ხევებით დასერილი ციცაბო კალთა ქვევით შემოსილია წიფლის, ხოლო ზევით – წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყით. მწვერვალზე მეორეული მდელოა. ქ. ჯაყელი.